ქალაქებში, სადაც INEX GROUP–ს არ გააჩნია ოფისები ამანათების კლიენტებისათვის მიწოდებას უზრუნველყოფენ კომპანიის აგენტები. ეს ქალაქებია: ახალციხე, გარდაბანი, დმანისი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი, მარნეული, მესტია, სიღნაღი, ქარელი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, წალკა, წნორი, ხარაგაული. განსაბაჟებელი ამანათების შემთხვევაში გთხოვთ ფილიალში გამოცხადდეთ დეკლარანტების სამუშაო საათების განმავლობაში. ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 21:00; შაბათი 10:00 - 18:00.
news
სწრაფი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად - უკონტაქტო გატანა ბოქსიდან

ინექს გრუპი გთავაზობთ ახალ, ინოვაციურ საშუალებას — გაიტანოთ ამანათი სწრაფად, მარტივად და უკონტაქტოდ — ოპერატორის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

რომელ ფილიალებშია ბოქსები ხელმისაწვდომი?

თბილისი:
▪️ ისანი
▪️ ვარკეთილი
▪️ საბურთალო
▪️ გლდანი
▪️ დიდი დიღომი

რუსთავი:
▪️ მეგობრობის ქ. №10

როგორ უნდა გაიტანოთ ამანათი?

გატანისთვის საჭიროა ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა და შტრიხკოდის მიღება ერთ-ერთი მარტივი მეთოდით:

მეთოდი I — პირადი პროფილიდან

გაიარეთ ავტორიზაცია და შედით თქვენს ოთახში

მენიუდან აირჩიეთ "ბოქსიდან გატანა“

შექმენით გასატანი მანათების ჯგუფი და დააგენერირეთ შტრიხკოდი

მეთოდი II — SMS შეტყობინებიდან

გახსენით შეტყობინება ამანათის ჩამოსვლის შესახებ

გადადით ბმულზე

ჩამოსქროლეთ და იხილეთ შტრიხკოდი

 

ჩვენს ოფისში მოსვლისას, უბრალოდ წააკითხეთ შტრიხკოდი ბოქსზე არსებულ წამკითხველს და აიღეთ თქვენი ამანათი — სულ ეს არის!

ინექს გრუპი ზრუნავს თქვენს კომფორტზე — ნაკლები დრო, მეტი სიმარტივე.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?