აკრძალული ნივთები

ინექს გრუპის საშუალებით შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე) და სუნამოების ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს გერმანიის, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის მისამართებიდან რომელიმეს.

თურქეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მისამართებიდან ტრანსპორტირება ხდება სახმელეთო გზით, ამიტომ ასევე, შესაძლებელია იმ პროდუქციის ჩამოტანა, რომლის გამოგზავნაც არ ხდება საჰაერო გზით.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

  • რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;
  • საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
  • საკვები პროდუქცია;
  • ფეთქებადი ნივთიერებები;
  • მიწა და ნერგები მიწით;
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  • ცოცხალი ცხოველები;
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
  • მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);

აკრძალული ნივთების სია ქვეყნების მიხედვით:

  • ამერიკა - სითხეები, მაგნიტი, იარაღი, იარაღის ნაწილები, სამიზნე, ცოცხალი ყვავილები, დრონის ელემენტი. ასევე ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო. 
  • დიდი ბრიტანეთი - ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი და აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქცია.
  • ჩინეთი - საკვები და საკვები დანამატები, იარაღი, სამიზნე, კასტეტი, იარაღის ნაწილები და სხვ, მაგნიტი, სანთელი, სანთებელა (მათ შორის ელექტრო სანთებელა), ფხვნილი, დაპრესილი ფხვნილი, კბილის პასტები, თვალის ჩრდილები, დანა, მაკრატელი და მსგავსი ტიპის ბასრი საგნები, სათამაშო იარაღი, ელექტრო სიგარეტი, ფავერ ბანკი, აკუმულატორი, სითხეები, საღებავი, ფლომასტერი, მცენარეები, სამედიცინო დანიშნულების ტვირთები, ელემენტები (დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოყვება ნივთს. მაგალითად - მობილურს) და  კოსმეტიკური საშუალებები როგორიცაა: მანიკური, აცეტონი, კრემები და სხვა. ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.
  • თურქეთი - მედიკამენტები.
news
ინექს გრუპის განახლებული ფილიალი ვარკეთილში

2 მაისიდან ინექს გრუპის ვარკეთილის ფილიალი ახალ მისამართზე გადადის. ვარკეთილის ძველ ფილიალში არსებული ყველა ამანათი გადამისამართდება ახალ ლოკაციაზე.

 

ახალ ფილიალში დაგხვდებათ:

 

თავისუფალი პარკირების შეუზღუდავი სივრცე
 

ამანათების თვითმომსახურების ბოქსიდან გატანის შესაძლებლობა

 

მინიმუმამდე შემცირებული მოლოდინის რეჟიმი ამანათის გატანისას
 

მისამართი: ვარკეთილი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. 41.

  ლოკაცია იხილეთ ბმულზე.

სამუშაო საათები: 09:00 - 22:30

გაითვალისწინეთ, ახალ ლოკაციაზე ამანათების ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებთ.

 

მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს.


 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?