ონლაინ ამანათები

ინექს გრუპი საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ სასურველი ნივთი ნებისმიერი ონლაინ მაღაზიიდან. ჩვენ უმოკლეს ვადაში ჩამოგიტანთ მას საქართველოში დაბალ ფასად და დავარიგებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური ოფისების  მეშვეობით, დამატებითი გადასახადის გარეშე.

როგორ მუშაობს სერვისი?

ჩვენს საიტზე რეგისტრაციისას გეძლევათ პირადი საფოსტო მისამართები რვა ქვეყანაში: ამერიკაში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და კვიპროსში. ეს მისამართები გამოიყენება ონლაინ მაღაზიებში პროდუქციის გამოწერის დროს მისათითებლად.

 

რით არის 8 ქვეყნის მისამართზე წვდომა მომხმარებლისთვის ხელსაყრელი?

მისამართების არჩევანი საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ ბევრად უფრო მეტი საიტიდან და გამოწერისას მიუთითოთ ის ქვეყანა, რომელშიც შიდა ტრანსპორტირების ღირებულება (შიფინგი) უფრო იაფი ან სწრაფია. 

 

როგორ გამოვიწეროთ?

გამოწერის სასწავლად ეწვიეთ გვერდს - როგორ გამოვიწერო. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამოწერაში დახმარების უფასო სერვისით. 

 

რა ღირს ამანათების ტრანსპორტირება და რა არის ბონუს ქულები?

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია მის წონაზე და იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან ელოდებით მას. ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან და თურქეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონით. ჩინეთიდან ამანათები იგზავნება მოცულობითი ან რეალური წონით. თუ რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური წონით, ხოლო თუ ამანათის მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე, ტრანსპორტორების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით. ჩინეთიდან საჰაერო გზით გადაზიდვის შემთხვევაში ამანათის შიგთავსიდან და შეფუთვიდან გამომდინარე, თუ კი იძლევა გადაფუთვის შესაძლებლობას, მოცულობითი წონის შემცირების მიზნით მოვახდენთ ტვირთის გადაფუთვას ან კონსოლიდირებას. ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვისას გადაფუთვა არ ხდება.

ბონუს ქულების სისტემის მეშვეობით, ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდის შემდეგ უკან, ინექსის ანგარიშზე, ბონუს ქულებად გიბრუნდებათ თანხის 5%-მდე.  დაგროვილი ბონუს ქულებით ტრანსპორტირების საფასურის გადახდას შეძლებთ.

 

როგორია უცხოური ოფისების სამუშაო განრიგი?

აშშ: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00, შაბათი:  09:00 – 15:00, კვირა: დასვენება

ჩინეთი: სამშაბათი-კვირა 09:30 – 18:00, ორშაბათი: დასვენება

დიდი ბრიტანეთი: ორშაბათი - შაბათი: 10:00 – 20:00; კვირა: 10:00 – 19:00

გერმანია: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 17:00, შაბათი: 09:00 – 13:00, კვირა: დასვენება

იტალია: ორშაბათი - შაბათი: 09:00 – 19:00, კვირა: 09:00 – 18:00

საბერძნეთი: ორშაბათი - კვირა: 08:00 – 19:00

კვიპროსი: ორშაბათი -კვირა 09:00 – 20:00

თურქეთი: ორშაბათი - შაბათი: 09:30 – 18:30, კვირა: დასვენება

news
სიახლე, საკურიერო მომსახურება უკვე ბათუმშიც!

სიახლე, ინექსმა ბათუმში საკურიერო მომსახურება დაიწყო

მიიღე ამანათები შენს მისამართზე

 მიტანის საფასური ონლაინ ამანათებისთვის: 8 ლარი

 მიტანის საფასური პერსონალური ამანათებისთვის: 7 ლარიდან

დეტალური ინფორმაცია იხილეთ

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?