განახლებული ვებ-გვერდი!
11.10.2022
მოგესალმებით ინექს გრუპის ვებ-გვერდზე, განახლებული დიზაინითა და ფუნქციონალით
ვებ-გვერდს დაემატა საბანკო ბარათის თქვენს ინექსის ანგარიშზე გადაბმის ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად და სწრაფად გადაიხადოთ ტრანსპორტირების ღირებულება.
ასევე განახლდა საკურიერო, დაზღვევის და გამოწერაში დახმარების სერვისების ფუნქციონალი.
სურვილის შემთხვევაში კვლავ შეგიძლიათ იხილოთ საიტი ძველი დიზაინით.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლდა “მომსახურების პირობები”. განახლებულ პირობებს გაეცანით გვერდზე.
მადლობა, რომ სარგებლობთ ინექს გრუპის მომსახურებით.

2 მაისიდან ინექს გრუპის ვარკეთილის ფილიალი ახალ მისამართზე გადადის. ვარკეთილის ძველ ფილიალში არსებული ყველა ამანათი გადამისამართდება ახალ ლოკაციაზე.
ახალ ფილიალში დაგხვდებათ:
თავისუფალი პარკირების შეუზღუდავი სივრცე
ამანათების თვითმომსახურების ბოქსიდან გატანის შესაძლებლობა
მინიმუმამდე შემცირებული მოლოდინის რეჟიმი ამანათის გატანისას
მისამართი: ვარკეთილი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. 41.
სამუშაო საათები: 09:00 - 22:30
გაითვალისწინეთ, ახალ ლოკაციაზე ამანათების ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებთ.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს.