სახელმწიფო განსაბაჟებელ საქონელზე საბაჟო მომსახურების გადასახადს აწესებს!

18.04.2022

2022 წლის 14 მაისიდან კანონში შედის ცვლილება. კერძოდ იცვლება საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე.
• 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი; 
• 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი.
აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე. 

news
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი ფოსტები არ იმუშავებენ 01 მაისიდან 05 მაისის ჩათვლით.

ავიაგადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 30 აპრილს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 07 მაისს.
სახმელეთო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება  30 აპრილს, მომდევნო რეისი 08 მაისს.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?