ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის
04.03.2022
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
ინექს გრუპი ერთვება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესში.
მსურველებს გეძლევათ საშუალება გასაგზავნი ნივთები ჩააბაროთ ჩვენს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.
ინექს გრუპი უზრუნველყოფს ტვირთის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე.
ფილიალების მისამართები იხილეთ ბმულზე https://inex.ge/geo-offices
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ყველაზე მეტად საჭირო ჰუმანიტარული ნივთების ჩამონათვალი:
- მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების ნივთები
- მშრალი საკვები და კონსერვები
- ტანსაცმელი, პლედები, თეთრეული
- ბავშვის და უფროსის ჰიგიენური საშუალებები
აკრძალული ნივთების ჩამონათვალი:
- ალკოჰოლი
- წყალი
- სიგარეტი

2 მაისიდან ინექს გრუპის ვარკეთილის ფილიალი ახალ მისამართზე გადადის. ვარკეთილის ძველ ფილიალში არსებული ყველა ამანათი გადამისამართდება ახალ ლოკაციაზე.
ახალ ფილიალში დაგხვდებათ:
თავისუფალი პარკირების შეუზღუდავი სივრცე
ამანათების თვითმომსახურების ბოქსიდან გატანის შესაძლებლობა
მინიმუმამდე შემცირებული მოლოდინის რეჟიმი ამანათის გატანისას
მისამართი: ვარკეთილი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. 41.
სამუშაო საათები: 09:00 - 22:30
გაითვალისწინეთ, ახალ ლოკაციაზე ამანათების ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებთ.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს.