ვაკანსია ოპერატორის პოზიციაზე

06.01.2022

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი - სრული.

 

საქმიანობის აღწერა:

  • კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
  • ამანათების მიღება-გაცემა; საწყობისა და ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება)
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ფულთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • კომუნიკაბელურობა;
  • კოლეგიალურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 24 იანვრამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

news
ინექს გრუპის განახლებული ფილიალი ვარკეთილში

2 მაისიდან ინექს გრუპის ვარკეთილის ფილიალი ახალ მისამართზე გადადის. ვარკეთილის ძველ ფილიალში არსებული ყველა ამანათი გადამისამართდება ახალ ლოკაციაზე.

 

ახალ ფილიალში დაგხვდებათ:

 

თავისუფალი პარკირების შეუზღუდავი სივრცე
 

ამანათების თვითმომსახურების ბოქსიდან გატანის შესაძლებლობა

 

მინიმუმამდე შემცირებული მოლოდინის რეჟიმი ამანათის გატანისას
 

მისამართი: ვარკეთილი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. 41.

  ლოკაცია იხილეთ ბმულზე.

სამუშაო საათები: 09:00 - 22:30

გაითვალისწინეთ, ახალ ლოკაციაზე ამანათების ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებთ.

 

მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს.


 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?