ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!
13.01.2025
23 იანვრიდან - 4 თებერვლის ჩათვლით ჩინეთში საახალწლო დასვენების დღეების გამო, არ იმუშავებენ ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი ფოსტები.
▶ აღნიშნულ პერიოდში მოსატანი ან გამოწერილი ამანათები შეინახება საკურიერო კომპანიების საწყობებში და ინექსის მისამართზე მოვა სადღესასწაულო პერიოდის დასრულების შემდეგ.
▶ დასვენების დღეების დაწყებამდე, ბოლო რეისი შესრულდება 22 იანვარს.
▶ მომდევნო რეისი, გამოიგზავნება 7 თებერვალს.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს

ინექს გრუპი გთავაზობთ ახალ, ინოვაციურ საშუალებას — გაიტანოთ ამანათი სწრაფად, მარტივად და უკონტაქტოდ — ოპერატორის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.
რომელ ფილიალებშია ბოქსები ხელმისაწვდომი?
თბილისი:
▪️ ისანი
▪️ ვარკეთილი
▪️ საბურთალო
▪️ გლდანი
▪️ დიდი დიღომი
რუსთავი:
▪️ მეგობრობის ქ. №10
როგორ უნდა გაიტანოთ ამანათი?
გატანისთვის საჭიროა ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა და შტრიხკოდის მიღება ერთ-ერთი მარტივი მეთოდით:
მეთოდი I — პირადი პროფილიდან
გაიარეთ ავტორიზაცია და შედით თქვენს ოთახში
მენიუდან აირჩიეთ „ბოქსიდან გატანა“
შექმენით გასატანი მანათების ჯგუფი და დააგენერირეთ შტრიხკოდი
მეთოდი II — SMS შეტყობინებიდან
გახსენით შეტყობინება ამანათის ჩამოსვლის შესახებ
გადადით ბმულზე
ჩამოსქროლეთ და იხილეთ შტრიხკოდი
ჩვენს ოფისში მოსვლისას, უბრალოდ წააკითხეთ შტრიხკოდი ბოქსზე არსებულ წამკითხველს და აიღეთ თქვენი ამანათი — სულ ეს არის!
ინექს გრუპი ზრუნავს თქვენს კომფორტზე — ნაკლები დრო, მეტი სიმარტივე.